აერო თუ ტრადიციული ღუმელი? ეს დილემის საკითხი ხდება ადამიანებშ, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. ამ სტატიაში ვისაუბრებთ განსხვავებაზე, დადებით და უარყოფით თვისებებზე.
აერო ღუმელი
აერო ღუმელის ერთ-ერთი დადებითი თვისება არის ის,რომ საშუალებას გაძლევთ ზეთის მინიმალური რაოდენობა გამოიყენოთ, რაც მომზადებული კერძის კალორიებს საგრძნობლად ამცირებს. იგი სწრაფად აცხელებს საჭმელს და შესაბამისად ბევრად მალე ამზადებენ მას ისე,რომ შიგნიდან წვნიანი გარედან კი ხრაშუნა გამოდის,რაც ცხელი ჰაერის ცირკულაციის დამსახურებაა.
მიუხედავად ამ დადებითი მას ასევე უარყოფითი მხარეებიც აქვს. ერთ-ერთი არის შეზღუდული რაოდენობა. უმეტესობა აეროღუმელი მცირე ზომის არის, რაც დიდი რაოდენობით საკვების მომზადების საშუალებას არ გაძლევთ. ზოგიერთ მოდელს არ აქვს თანაბარი გაცხელების სისტემა, რამაც შეიძლება ხორცის ნაწილის უფრო კარგად მომზადება გამოიწვიოს მეორე ნაწილის კი არა. აეროღუმელი ძვირადღიებული სიამოვნებაა და კარგი ხარისხის აეროღუმელი შეიძლება ძვირი ღირდეს.
ტრადიციული ღუმელი
ტრადიციული ღუმელი არის უნივერსალური, მასში კერძების დიდი სფექტრის მომზადება შეიძლება: გამოცხობა, მოთუშვა, გრილი. აერო ღუმელისგან განსხვავებით მასში დიდი პორციების მომზადებაა ან რამდენიმე კერძის ერთად მომზადებაც.. ტრაიციული ღუმელი სითბოს თანაბრად ანაწილებს, რაც კერძს თანაბრად ამზადებს.
მისი ერთ-ერთი უარყოფითი მხარე არის ის რომ ის გაცილებით მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს ვიდრე აერო ღუმელი და მომზადების დროც მეტი ჭირდება. ამასთან ერთად ტრადიციულ ღუმელში ცხობისას კერძების უმრავლესობა ზეთის გამოყენებას მოითხოვს.
ორივე ხელსაწყო დაგეხმარებათ ჯანსაღი საკვების მომზადებაში, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს პირად პრეფერენსებზე, ცხოვრების წესა და კონკრეტულ მიზნებზე. თუ გინდათ, რომ მინიმალური ოდენობის ზეთით სწრაფად მოამზადოთ საკვები და არ გჭირდებათ დიდი პროციები აერო ღუმელი თქვენთვის იდეალური ვარიანტია. ხოლო თუ გჭირდებათ უნივერსალური ტექნიკა, რომელიც დიდ პორციებს დაიტევს მაშინ ტრადიციულ ღუმელზე შეაჩერეთ აღცევანი.
სწორად მოხმარების წესები
გამოიყენეთ ცხიმის მინიმალური ოდენობა
არჩევანი გააკეთეთ ნატურალუ პროდუქტებზე
მარილის მაგვირად გამოიყენეთ სუნელები
ოპტიმალური არჩევანი თქვენს პირად მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული, ორივე ხელსაწყოში შეძლებთ ჯანსაღი საკვების მომზადებას. მთავარია მათი სწორი მოხმარება.
და თქვენ რომელს აირჩევდით აერო ღუმელს თუ ტრადიციულს?
Comments