აკნე კანის გავრცელებული პრობლემაა,რომელმაც შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს თქვენს ყოველდღირ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა,რომ გენეტიკა დიდ როლს თამაშობს აკნეს განვითარებაში კვებამ და ცხოვრების წესმაც დიდი გავლენა შეიძლება იქონიონ მის განვითარებაზე.
რა შეიძლება იყოს აკნეს გამომწვევი მიზეზები:
ანდროგენების ნაკლებობა:. ჰორმონ ანდროგენს შეუძლია კანის საფარის წარმოქმნა, რამაც შეიძლება ფორების ჩაკეტვა და აკნე გამოიწვიოს.
ბაქტერიები: აკნეს ბაქტერიები ჩაკეტილ ფორებში მრავლდებიან და იწვევენ ანთებით პროცესებს.
ფორების ჩაკეტვა: კანის საფარი და მისი მკვდარი უჯრედები იწვევენ ფორების ჩაკეტვას, რითაც აკნეს განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება.
გენეტიკა: მემკვიდრეობითი ფაქტორი დიდ როლს თამაშობს აკნეს განვითარებაში.
სტრესი: სტრესი აკნეს გაუარესებას და ჰორმონალურ ცვილბებეს იწვევს ორგანიზმში.
წამლები: ზოგიერთმა წამალმა , ისეთმა როგორიც კორტიკოსტეროიდები და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებია იწვევენ აკნეს.
კვების როლი
მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ გვაძლევს ერთმნიშვნელოვან პასუხს იმაზე თუ როგორ მოქმედებს კვება აკნეზე, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ გარკვეულ პროდუქტებს შეუძლიათ გააუარესონ ან გააუმჯობესონ აკნე.
პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება გაგიუარესოთ აკნე:
რძის პროდუქტები: ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ რძი პროდუქტები აუარესებენ აკნეს.
შაქარი და რაფირინებული პროდუქტები: შაქრის და რაფინირებული პროდუქტების მიღება ინსულინის დონეს მაღლა წევს, რაც ხელს უწყობს აკნეს გაჩენას.
სწრაფი ნახშირწყლები: თეთრი პური, თეთრი ბრინჯი და სხვა სწრაფი ნახშირწყლები ასევე მაღლა წევენ ინსულინის დონეს.
ცხარე საკვები: ცხარე საკვები აღიზიანებს კანს და აუარესებს აკნეს.
პროდუქტები,რომლებიც კანის გაუმჯოებესებაში დაგეხმარებათ:
ხილი და ბოსნტეული: ბოსტნეული და ხილი მდიდარია ანტიოქსიდანებით, რომლებიც ანთებით პროცესებს აცხრობენ და კანის მდგომარეობას აუმჯობესებენ.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები:ორაგული, ტუნა, კაკალი და სელის თესლი არის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო,რომელიც ანთებითი პროცესის გაქრობაში დაგეხმარება.
ცინკი: ცინკი კანის ჯანმრთელობითვის მნიშველოვანი მინერალია. ის აასწრაფებს ჭრილობების შეხორცებას და შეამცირებს ანთებით პროცესს.
პრობიოტიკები: პრობიოტიკებს შეუძლიათ კუჭნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში მიიღონ მონაწილეობა, რაც დადებითაც იმოქმედებს თქვეი კანის მდგომარეობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კვება არ არის აკნეს ერთადერთი მიზეზი, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს კანის მდგომარეოაბზე. ანტიოქსიდანტებით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებითა და სხვა ვიტამინებით მდიდარი საკვები დაგეხმარებათ კანის მდგომარეობაის გაუმჯობესებაში. თუ გაქვთ აკნეს სერიოზული პრობლემა მიმართეთ დერმატოლოგს და მიიღეთ ინდივიდუალური რეკომენდაცია.
Comments