ბატატი თუ ჩვეულებრივი კარტოფილი?
კარტოფილი და ტკბილი კარტოფილი, ეგრეთ წოდებული ბატატი არის ორი პოპულარული კვებითი კომპონენტი, რომლებიც ხშირად გამოიყენება კულინარიაში. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად გვანან ერთმანეთს, მათ კვებით ღირებულებაში და გემოვნურ თვისებებში აქვთ განსხვავევები.
კვებითი ღირებულება:
ვიტამინები და მინერალები: ტკბილ კარტოფულს უფრო მეტი შემცველობის ა ვიტამინი აქვს, ვიდრე ჩვეულებრვის, თუმცა ჩვეულებრივი კარტოფილი შეიცავს მეტ კალიუმს. ორივე სახეობა მდიდარია უჯრედისით, ვიტამინი ცე და ანტიოქსიდანტებით.
ნახშირწყლები: ჩვეულებრივი კარტოფილი შეიცავს მეტ კრახმალს,როცა ტკბილი კარტოფილი უფრო მეტ რთულ ნახშირწყლებს შეიცავს, რომლებიც ნელა გადამუშავდება და უფრო მსუყეა.
გლიკემიური ინდექსი: ტკბილ კარტოფილს აქვს უფრო დაბალი გლიკემური იდნექსი, ვიდრე ჩვულებრივ კარტოფილს, რაც იმას ნიშნავს რომ ის არ იწვევს შაქრის დონის უცაბედ მომატებას სისხლში.
გემონვური თვისებები:
ჩვეულებრივ კარტოფილს აქვს უფრო რბილი ტექსტურა და გემო, როდესაც ბატატს უფრო ტკბილი გემო და მტკვირი ტექსუტრა აქვს.
არჩევის და მომზადების წესი:
კარტოფილის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნულ მახასიათებლებს. კარტოფილი უნდა იყოს მაგარი, ლაქების და დაზიანებების გარეშე. ბატატის შემთხვევაში შეიძლება შეფერილობა და ნაოჭები შეგხვდეთ სტაფილოსფერი ან იასამნისფერი ფერის.
კარტოფილის ორივე სახეობა შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ, ღუმელში გამოაცხოთ ან მოთუშოთ.
როგორც წესი, ჩვეულებრივი და ტკბილი კარტოფილიც სასარგებლო კვებითი პროდუქტია. არჩევანი მათ შორის დამოკიდებულია პირად გემოვნებაზე და დიეტურ თვისებებზე. ორივე სახეობა შეგიძლიათ დაამატოთ კვების რაციონში, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ მისი ზომიერად მიღება.
Comments