top of page
Writer's pictureჯანსაღი ბლოგი

ბრინჯის ნაირსახეობები


ბრინჯის ნაირსახეობები - ჯანსაღი

ბრინჯი - ეს არის უნივერსალური პროდქუტი, რომელიც მრავალფერონვად გამოიყენება სხვადასხვა კერძებში. ბრინჯის სახეობა ძალიან ბევრია და ყოველი მათგანი უნიკალური თვისებებით სარგებლობს.

ბრინჯის ძირითადი სახეობები:

ბასმათი: გრძელმარცვლიანი ბრინჯი,რომელსაც მსუბუქი არომატი  და ფხვიერი ტექსტურა აქვს. ის იდეალურად ეგება ინდურ სამზარეულოს, მაგრამ ასევე სხვა ბევრ კერძში იყენებენ.

ჟასმინი: ბრინჯის ამ სახეობასაც გრძელი მარცვალი აქვს,მაგრამ ბასმათისგან განსხვავებით უფრო ინტენსიური არომატი და წებოვანი ტექსტურა აქვს. მას ხშირად იყენებენ აზიურ სამზარეულოში.

ველური ბრინჯი: ველური ბრინჯი არ არის ნამდვილი ბრინჯი, ის უფრო წყლის მარცვლეულს განეკუთხვნება. მას თხილეულის გემო დაკრავს და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.

ყავისფერი ბრინჯი: ყავისფერი ბრინჯი არის მთელმარცვლიანი პროდუქტი,რომელიც ყველა იმ მნიშნველოვანი ნივთიერებას მოიცავს,რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მაგალითად უჯრედისს და ვიტამინებს. აქვს მჭიდრო ტექსტურა და დაკრავს თხილის გემოს.

თეთრი ბრინჯი: თეთრი ბრინჯი არის ბრინჯის ყველაზე გავრცელებული სახეობა. მას რბილი ტექსტურა და ნეიტრალური გემო აქვს. ის ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოში.

როგორ ავირჩოთ და მოვამზადოთ ბრინჯი.

ბრინჯის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნობას და შეფუთვას. ბრინჯი უნდა იყოს ახალი, დაზიანებების გარეშე. შეფუთვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბრინჯის სახეობასა და მისი მომზადების წესებზე.

იმისთვის რომ მოვამზადოთ ბრინჯი, აუცილებელია მისი ცივ წყალში გარეცხვა იქამდე სანამ წყალი გამჭირვალე არ გახდება.  ამის შემდგ მოათავსეთ ის წყალთან ერთად 1:2 შეფარდებით.( ერთი ჭიქა ბრინჯზე 2 ჭიქა წყალი)  მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე,სანამ წყალს არ შეიწოვს და არ დარბილდება.

რჩევები მომზადებისთვის:

  • გამოიყენეთ წყლის სწორი რაოდენობა

  • ხარშვის პროცესში ხშირად არ გადაურიოთ.

  • მოხარშვის შემდეგ დაახურეთ თავსახური და აცადეთ ცოტა ხანი, იმისთვის რომ უფრო ფაფუკი გახდეს.

ბრინჯი არის უნივერსალური პროდუქტი,რომელიც შეგიძლიათ განსხვავებულ კერძებში გამოიყენოთ. ჩაატარეთ ექსპერიმენტები სხვადასხვა ბრინჯის სახეობებით,იმისთვი რომ თქვენთვის შესაფერისი სახეობა იპოვოთ.

 

0 views0 comments

Comments


bottom of page