top of page
Writer's pictureჯანსაღი ბლოგი

ვარჯიშამდე კვების მნიშვნელობა


ვარჯიშამდე კვების მნიშვნელობა - ჯანსაღი

საიდუმლო ნამდვილად არ არის, რომ ვარჯიშს უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთის. სწორი ვარჯიში კვებასთან ერთად საუკეთესო გზაა ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ხანდახან შეიძლება ბუნდოვანი იყოს თუ როგორ შევუსაბამოთ ჯანსაღი კვება ვარჯიშს. რა უნდა მივირთვათ ვარჯიშამდე და საერთოდ უნდა მივირთვათ თუ არა საკვები ფიზიკურ დატვირთვამდე.

 

გლუკოზა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ენერგიის მოსამატებლად ჩვენს ორგანიზმში. ვარჯიშის წინ კი წახემსება იდეალურია თქვენი კუნთებისთვის, რომ მიიღონ საკმარისი ენერგია ფიზიკურ დატვირთვამდე. ეს გეხმარებათ ვარჯიშის განმავლობაში გქონდეთ ენერგია და გამძელობა. თუ ვარჯიშის დროს სისუსტეს გრძნობთ ეს შეიძლება იმის მიზეზი იყოს რომ სწორად არ იკვებებით ვარჯიშამდე.

 

რა პერიოდში უნდა ვჭამოთ ვარჯიშამდე? იდეალურ შემთხვევაში თქვენ უნდა მიირთვათ 2-3 საათით ადრე. ამ შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი მოასწრებს საკვების მონელებას და ენერგიად გარდაქმნას, რაც დაგეხმარებათ ვარჯიშში. იმ შემთხვევაში თუ ვერ ასწრებთ კვებას 2-3 საათით ადრე შეგიძლიათ მიიღოთ პატარა ოდენობით წაიხემსოთ ისეთი საკვები, რომელიც მდიდარია  ნახშირწყლებით.

 

საკვები რომელიც ვარჯიშამდე უნდა მიიღოთ უმჯობესია შეიცავდეს ნახშირწყლებს და ცილებს, იმისათვის რომ მაქსიმალური ენერგია და გამძლეობა გქონდეთ ვარჯიშის განმავლობაში. ასეთი საკვებია:

ბანანი ან ვაშლი არაქისის კარაქით,  ბერძნული იოგურტი, ჩირისა და თხილის ნაზავი.

 

ვარჯიშამდე კვება ხელს შეგიწყობთ უკეთესი შედეგი მიიღოთ. საკვები მოგცემთ ენერგიას და გამძლეობას, რაც გჭირდება რომ სრულყოფილად ივარჯიშოთ.

0 views0 comments

Comments


bottom of page