დე ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც მნიშნველოვან როლს ასრულებს ძვლების ჯანმრთელობაში, იმუნური სისტემის და სხვა მნიშნველოვანი ორგანიზმის ფუნქციებში. ის ასევე ცნობილია, როგორც „მზის ვიტამინი“, რადგან ორგანიზმსს მისი გამომუშავება მზის სხივების მიღებითაც შეუძლია.
დე ვიტამინის სარგებელი:
ძვლების ჯანმრთელობა: დე ვიტამინი აუცილებელია კალცის და ფოსფორის შეთვისებისთვის,რომლებიც მნიშვნელოვანი კომპონენტებია ძვლის ქსოვილისთვის. დე ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება ოსტეოპოროზი და ძვლების სისუსტე გამოიწვიოს.
იმუნური სისტემა: დე ვიტამინი გეხმარებათ იმუნიტეტის ჯანმრთელობის შენარჩნუნებაში.
გუნება : ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ დე ვიტამინის ნაკლებობა დეპრესიას და სეზონურ აშლილობას იწვევს.
დე ვიტამინის წყარო:
მზის შუქი: ორგანიზმს აქვს უნარი დე ვიტამინი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან გამოუშავოს, თუმცა მისი მიღება დამოკიდებულია მზის შუქის ინტესივობაზე, წელიწადის დროზე და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე.
საკვები: ზოგიერთი პროდუქტი, ისეთი როგორიც არის ცხიმიანი თევზი ( ორაგული, ტუნა და სკუმბრია), კვერცხი, ღვიძლი, სოკო და რძის პროდუქტები შეიცავენ დე ვიტამინს.
დანამატები: თუ თქვენ ვერ იღებთ საკმარისი რაოდენობით დე ვიტამინს საკვებიდან ან მზის სხივებისგან, მაშიინ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია დე ვიტამინის შემცველობის მედიკამენტების დანიშვნაზე.
დე ვიტამინის დეფიციტი
დე ვიტაიმის დეფიციტი არის გავრცელებული პრობლემა, განსკაუთრებით ზამთრის პერიოდში და ასევე იმ ადამინებში ვინც ცოტა დროს ატარებს მზეზე. დეფიციტის იმფტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ხშირი გაციება და ოსტეოპოროზი.
დე ვიტამინი არის მნიშნველოვანი ვიტამინი, ჯანმრთელოი ძვლებისთვისა და იმუნიტეტისთვის. მიირთვით დე ვიტამინით გაჯერებული პროდუქტები და მიიღეთ მზის შუქის საკმარისი რაოდენობა იმისთვის,რომ შეინარჩუნოთ დე ვიტამინის დონე ორგანიზმში.
Comments