ვიტამინ ცე არის ასევე ცნობილი,როგორც ასკორბინის მჟავა,არის მნიშნველოვანი წყალში ხსნადი ვიტამინი,რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს იმუნურ სისტემაში, კოლაგენის გამომუშავებასა და ანტიოქსიდანტურ დაცვაში.
ცე ვიტამინის დადებითი მხარეები
იმუნური სისტემის გაძლიერება: ცე ვიტამინი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ჯანმრთელობას და ეხმარება მას ინფექციებთან ბრძლოაში.
კოლაგენის გამომუშავება:კოლაგენი მნიშნველოვანი ცილაა,რომელიც კანის,ძვლების,ხრტილების და კბილების ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. ვიტამინი ცე აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის.
ანტიოქსიდანტური თვისებები: ვიტამინი ცე არის ძლიერი ანტიოქსიდანტი,რომელიც უჯრედს დაზიანებისგან იცავს,რომელიც თავისუფალმა რადიკალებმა შეიძლება გამოიწვიონ.
რკინის გადამუშავება: ცე ვიტამინი ორგანიზმს რკინის უკეთ შეთვისებაში და მისგან მნიშნველოვანი პროდუქტების მიღებაში ეხმარება.
ცე ვიტამინის წყარო
ციტრუსები: ფორთოხალი,გრეიფურტი,ლიმონი
კენკრა: მაწრყვი, ჟოლო, მაყვალი
კივი
პაპაია
ბროკოლი
კომბოსტო
წითელი წიწაკა
პომიდორი
ცე ვიტამინის დეფიციტი:
ცე ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ცინგა, დაავადება რომელიც იწვევს სისუსტეს, ღრძილების სისხლდენას და სისხლჩაქცევებს,თუმცა ცე ვიტამინის ნაკლებობა იშვიათად გვხვდება სხვადასხვა ქვეყნებში, რადგან უმეტესობა ადამიანები მის საკმარის რაოდენობას იღებენ თავიანთი კვების რაციონიდან.
ვიტამინი ცე არის მნიშნველოვანი კვებითი ნივთიერება, რომელიც ბევრ როლს ასრულებს ორგანიზმში. ცე ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მოხმარებით ძლიერ იმუნიტეტს შეინარჩუნებთ. თუ თქვენ რაიმე სახის კითხვები გაქვთ ცე ვიტამინის ნაკლებობასთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
Comments