ინტერვალური დიეტა დღის განმავლობაში კვების საათების მიხედვით დაყოფას მოიცავს. მხოლოდ დაწესებულ დროს კვება და დანარჩენ პერიოდში შიმშილი პოპულარული გზა არის წონის კლებისთვის, მაგრამ მას თან ახლავს უარყოფითი მხარეები, რომელსაც ხშირად არ განიხილავენ. გრძელვადიან პერიოდში დაწესებულ დროს კვება ძალიან რთულია ბევრი ადამიანისთვის. ასევე ინტერვალური დიეტა პრობლემატურია დაავადების მქონე პირებში.
კალორიების სწრაფად შემცირებამ შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს:
ბავშვებში და მოზარდებში
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
თუ გაქვთ დიაბეტი
არსებობს რამდენიმე ტიპის ინტერვალური კვება. ძირითად შემთხვევაში 12-40 საათამდე შიმშილი აიძულებს ორგანიზმს, რომ საწვავად ცხიმებიც გამოიყენოს. შედეგად იკლებთ წონაში. შიმშილის საათებში ნებადართულია მხოლოდ წყალი, ჩაი (შაქრის გარეშე), ყავა (შაქრის გარეშე). ყველაზე პოპულარული ინტერვალური კვების მეთოდი 16/8 საათიანი დიეტა არის. 16 საათის განმავლობაში შიმშილობთ, ხოლო 8 საათის პერიოდში შეგიძლიათ 2-3 პორცია მიირთვათ.
ინტერვალური კვების დადებითი მხარეები
1. გეხმარებათ წონის კლებაში და მეტაბოლიზმის სისტემის მოწესრიგებაში.
2. ზუსტი დრო არ გაქვთ დაწესებული კვების, რაც ამარტივებს მის შესრულებას.
3. წონის კლება შესაძლებელია ჯანსაღი საკვების გარეშეც, რა თქმა უნდა, უკეთესია თუ დიეტაში გექნებათ ბევრი ვიტამინის და მინერალის შემცველი საკვები.
ინტერვალური კვების უარყოფითი მხარეები
1. რთულია 8 საათის განმავლობაში საკმარისი კვება თუ გაქვთ გადატვირთული გრაფიკი ან ოჯახური სიტუაცია.
2. ხშირად იგრძნობთ შიმშილს დიეტის პერიოდში, რამაც შეიძლება გაგირთულოთ ინტერვალური კვების ზუსტად შესრულება.
Comments