კეტო დიეტა არის დაბალ ნახშირწყლოვანი და მაღალ ცხიმოვანი დიეტა,რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბოლო წლების მანძილზე. ის დაფუძნებულია კეტოზის პრინციპზე, როდესაც ორგანიზმი ენერგიის წყაროდ ნახშირწყლების ნაცვლად ცხიმის გამოყენებას იწყებს.
კეტო დიეტის დადებითი მხარეები:
წონის კლება: კეტო დიეტა ეფექტურია წონის კლებისთვის, რადგან ცხიმის წვას უწყობს ხელს.
შაქრის დონის დარეულირება სისხლში: კეტო დიეტა შაქრის დონეს დაგირეგულირებთ სისხლში და ინსულინის მგრძნობელობას გააუმჯობესებს,რაც სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის,ვისაც დიაბეტი აქვთ.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის შემცირება: კეტო დეიტა ტრიგლიერიდების დონეს შეამცირებს და გაზრდის კარგი ქოლესტერინის (HDL) დოზას.
კანის მდგომარეობის გაუმჯობესება: ზოგიერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ კეტო დიეტამ მათი სახის კანის მდგომარეობაზე იმოქმედა. შეუმცირა ნაოჭები და აკნე.
კეტო დიეტის უარყოფითი მხარეები:
კვებითი ნივთიერებების დეფიციტი: კეტო დიეტამ შეიძლება მინერალების და ვიტამინების დეფიციტამდე მიგიყვანოთ. ისეთი როგორიც არის დე ვიტამინი, კალცი და მაგნიუმი.
გვერდითი მოვლენები: კეტო დიეტაზე გადასვლამ, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდით მოვლენები, ისეთი როგორიც არის დაღლილობა, თავის ტკივილი, გულის რევა და პრობლემები საკვების მონელებასთან.
თირკმელები: კეტო დიეტამ შეიძლება დატვირთვა თირკმელებზე გადაიტანოს, განსაკუთრებით იმ ხალხში,ვისაც მიდრეკილება აქვთ თირკმლის დაავადებებისკენ.
გრძელვადიანი შენარჩუნება:კეტო დიეტის დროს, პროდუქტების არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია და მისი გრძელვადიანი შენარჩუნება შეიძლება რთული იყოს.
კეტო დიეტა შეიძლება ეფექტური იყო ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგრამ ის არ არის ყველასთვის განკუთვნილი. სანამ კეტო დიეტას დაიწყებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ენდოკრინოლოგთან, იმისთვის რომ ინდივიდუალურად შეაფასოს თქვენი სიტუაცია და შესაძლო რისკები.
Comments