კიტრის სალათა მსუბუქი და ცინცხალი კერძია, რომლის მომზადებაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს:
კიტრი და მწვანილები
ინგრედიენტები: 1 კიტრი, კონა მწვანილი (ოხრახუში, ბაზილიკი, ქინძი), ზეითუნის ზეთ, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი
მომზადების წესი: წვრილად დაჭერით კიტრი და მწვანილები. გადაურიეთ ზეითუნის ზეთთან, ლიმონის წვენთან და სუნელებთან.
კიტრი და პომიდვრის სალათა
ინგრედიენტები: 1 კიტრი, 2 პომიდორი, წითელი ხახვი,კახური ზეთი, მზესუმზირა და ქინძი, მარილი და პილპილი.
მომზადების წესი: პომიდორს და კიტრს გააცალეთ კანი და დაჭერით, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი და მწვანილები. გადაურიეთ კახურ ზეთთან და სუნელებთან გასაფორმებლად კი გარჩეული მზესუმზირა მოაყარეთ.
კიტრი და ფეტა
ინგრედიენტები: 1 კიტრი, 100 გრ ფეტა, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი
მომზადების წესი: დაჭერით კიტრი წვრილ ნაჭრებათ, დააქუცმაცეთ ფეტა და აურიეთ ისინი ზეითუნის ზეთთან , ლიმონთან, მარითლან და პილპილთან.
კიტრი და ბერძნული იოგურტი
იოგურტი : 1 კიტრი, 100 გრ ბერძნული იოგურტი,მწვანილი, მარილი და პილპილუი.
მომზადების წესი: დაჭერით კიტრი წვრილ ნაჭრებათ, აურიეთ ბერძნულ იოგურტთან , მწვანილებთან და სუნელებთან ერთად.
კიტრი და ავოკადოს სალათი
ინგრედიენტები: 1 კიტრი, 1 ავოკადო, ზეითუინის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.
მომზადების წესი: კუბიკებად დაჭერით კიტრი და ავოკადო, აურიეთ ზეითუნის ზეთთან და ლიმონის წვენთან ერთად, მოაყარეთ სუნელები.
ეს მარტივი რეცეპტები დაგეხმარებათ მოამზადოთ უგემრიელესი ხემსები წუთების განმავლობაში. ჩაატარეთ ექსპერიმენტი და მოსინჯეთ კიტრის უნივერსალური გემო სხვადასხვა პროდუქტებთან.
Comentarios