მიუხედავად იმისა,რომ საზოგადოებაში კომბოსტო დიდი სიყვარულით არ სარგებლობს, რადგან არც გემოთი გამოირჩევა და ვერც დესერტის სახით მიიღებთ მაგალითად როგორც ბანანს, მას აქვს უნიკალური თვისებები რომლებიც საჭიროა თქვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ეს თვისებები მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშნველოვან ბოსტნეულად ხდის. კომბოსტო შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს და მინერალს, რომელიც თქვენს ორგანიზმს ჭირდება.
1 ჭიქა დაქუცმაცებული კომბოსტო 17 კალორიაა. იგი შეიცავს 1 გრამ ცილას, 4 გრამ ნახშირწყალს, 1.8 გრამ ბოჭკოსა და 2.2 გრამ ბუნებრივ შაქარს. იგი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, როგორიც არის ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები. მათ შორის ვითამინი C, ვიტამინი K, ფოლიუმის მჟავა, თუთია, კალიუმი და კალციუმი
კომბოსტო ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაავადებიბს რისკს. ის შეიცავს დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს, რაც სტრესის ან ნერვიულობის ფონზე განვითარებული პრობლემების გამკლავებაში დაგეხმარებათ.
კომბოსტო ასევე გვეხმარება იმუნური სისტების გაუმჯობესებაში. იგი C ვიტამინის დიდ რაოდენობას შეიცავს, რომელიც ჩვენს იმუნურ სისტემაზეა პასუხისმგებელი. სულ მხოლოდ 1 ჭიქა წითელი კომბოსტო შეიცავს 40 მილიგრამ C ვიტამინს, რაც კაცისთვის აუცილებლად მისაღები დღიური დოზის ნახევარია, ხოლო ქალისთვის ნახევარზე მეტი. კომბოსტო ასევე შეიცავს სხვა ვიტამინებსაც, რომლებიც იმუნურ სისტემას გაგიძლიერებთ. მაგალითად A ვიტამინი და თუთია.
კომბოსტოს ბევრი სხვა დადებითი თვისება აქვს, მაგალთად ის სასარგებლოა მხედველობისთვის, აუმჯობესებს მონელების სისტემას და ხელს უწყობს გულს უკეთესად მუშაობაში.
აუცილებლად დაამატეთ კომბოსტო თქვენი კვების რაციონში. მისი მირთმევა შესაძლებელია როგორც უმად, ასევე სალათებში ან ნებისმიერ კერძში ნებისმიერ მდგომარეობაში. კომბოსტოს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, რაც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
ეს არის კომბოსტოს გასაოცარი თვისებები, რომლებიც შეიძლება არ იცოდით.
Comments