დაიწყეთ თქვენი დღე გემრიელი და ამავდროულად ჯანსაღი საკვებით. ეს კერძები ერთ პორციაზე შეიცავენ მინიმუმ 15 გრამ ცილას. ამის გარდა თითოეული პროცია შეიცავს 6 გრამ უჯრედისს და შეიცავს პრობიოტიკებით მდიდარ პროდუქტებს. გაგიზიარებთ კერძებს, რომლებიც დაგანაყრებთ ,მაგრამ ამავდროულად მსუბუქ და ჯანსაღ შეგრძნებას დაგიტოვებთ.
კივი გრანოლათი და ბანანით
ნაყინის კოვზით ამოიღეთ იოგურტი და მოათავსეთ ჩაღმავებულ ჭურჭელში. არჩევანი გააკეთეთ მეტად სქელ იოგურტზე, მაგალითად ბერძნულზე. მისი კონსისტენცია დაგეხმარებთ შეინარჩუნოთ ნაყინისებრი ბურთების ფორმა. ამის გარდა მეტ ცილას შეიცავ, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი. დაუმატეთ გრანოლა, კივი და ბანანი ( ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სეზონური ხილი) და მიირთვათ გემრიელად.
ისპანახი კვერცხით და ჟოლოთი.
ეს კვერცხის საუზმე არის საუკეთესო წონის კლებისთვის. ასევე შეგიძლიათ მიატანოთ მყარი პური. ის აერთიანებს ცილას და მსუყე მთლიანმარცვლიან ტოსტს,რომელსაც მდიდაარი კვებითი ღირებულება აქვს. ამაში ხელს ისპანახიც უწყობს. ამ საუზმეს ძალიან უხდება ჟოლო. ცინცხალი გემოს გარდა მისი კვებითი თვისებები დაგეხმარებათ ენერგიების შევსებაში.
მანგო და ნუშის სმუზი
ამ რეცეპტისთვის აცუილებელია გაყინული ხილის გამოყენება, იმისთვის ,რომ სქელი, კრემისებრი და ცივი ტექსტურა შეინარჩუნოთ.
ღუმელში მომზადებული ლობიო კვერცხით.
ეს კერძი ძალიან პოპულარუალია კოსტარიკაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახის ლობიო - წითელი, თეთრი ან ახალი და მიირთვათ ის მთლიან შემწვარ ან ღუმელში გამომცხვარ კვერცხთან ერთად.
ავოკადოს და ბურატას ტოსტი
ბურატა არის ახალი მოცარელა კრემოვანი შიგთავსით. ის ავოკადოს ტოსტს იდეალურად უხდება, აძლევს განსხვავებულ და გემრიელ გემოს. ასევე მდიდარია საჭირო ვიტამინებით.
Comments