პური ბევრ კულტურაში ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. თუმცა მისი ყველა სახეობა არ გამოირჩევა ჯანსაღი თვისებებით. თუ თქვენი მიზანი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, მაშინ მნიშნველოვანია ისეთი პურის არჩევა,რომელიც ნაკლებ მავნე და მეტ ჯანსაღ ნივთიერებას შეიცავს.
პურის ჯანსაღი სახეობები:
მთელმარცვლიანი პური: მთელმარცვლიანი პური შეიცავს მარცვლის ყველა ნაწილს, რაც მის კვებით ღირებულებას უფრო ზრდის,ვიდრე თეთრ პურს აქვს. მთელმარცვლიანი პური მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით.
პური აყვავებული მარცვლისგან: აყვავებული მარცვალს სხვა მარცვლებთან შედარებით ბევრად მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. აყვავებული მარცვლის პური იდეალური ვარიანტია იმათთვის ვისაც უნდა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს პურისგან.
მაღალი ცილის შემცველი პური: ამ ტიპის პური შეიცავს უფრო მეტ ცილას,ვიდრე ჩვეულებრივი. ცილა გეხმარებათ დანაყრებაში და დაგირეგულირებთ შაქრის დონეს ორგანიზმში.
უგლუტენო პური: თუ გლუტენის აუტანლობა გაქვთ, შეგიძლიათ არჩევანი უგლუტენო პურზე გააკეთოთ.არსეობს მრავალი სხვადასხვანაირი უგლუტენო პური, ქინოას და წიწიბურის პურის ჩათვლით.
სახლში გამომცხვარი პური: შეგიძლიათ სახლში საკუთარი პური მოამზადოთ. გამოიყენეთ მთელმარცვლიანი ფქვილი, ნატურალური საფუარი და ჯანსაღი ინგრედიეტები გამოიყენოთ.
რას უნდა ავარიდოთ თავი:
თეთრი პური: თეთრი პური რაფინირებული ფქვილისგან არის დამზადებული,რომელსაც ბევრი ვიტამინი და მინერალი აკლია.
მაღალი შემცველობის მქონე პური: ბევრი კომერციული პური შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს.
პური ტრანსცხიმებით: ტრანსცხიმები მავენა ჯანმრთელობისთვის,ამიტომ მაქსიმალურად ერიდეთ მათ.
როგორ ავარჩიოთ პური:
წაიკითხეთ პროდუქტის შემადგენლობა. აირჩიეთ პური მაღალი უჯრედისის და დაბალი შაქრის და ტრანსცხიმების შემცველობით.
მიაქციეთ ყურადღება მის შემადგენლობას, ერიდეთ ხელოვნურ დანამატებს.
ჩაატარეთ ექსპერიმენტები,იმისთვის რომ თქვენთვის იდეალური იპოვოთ.
ჯანსაღი პური შეიძლება იყოს გემრიელი და თქვენს რაციონზე მორგებული. სწორი სახეობის არჩევით, შეგიძლიათ თქვენი ჯანმრთელობის გაჯანსაღება.
Commentaires