ტკბილზე დამოკიდებულება გავრცელებული პრობლემაა. თუმცა ტკბილის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე, წონის მომატებასა და სხვა პრობლემებზე. იმისთვის რომ ტკბილზე დამოკიდებულები არ იყოთ არსებობს მისი ჯანსაღი ალტერნატივები,რომლებზეც ახლა გმოიყვებით.
გაზარდეთ ხილის და ბოსტნეულის მიღება: ხილი და ბოსნტეული შეიცავს ბუნებრივ შაქარი. ეს უფრო ჯანსაღი ვარიანტია ვიდრე გადამუშავებული შაქარი. ისინი მდიდარია უჯრედისით , ვიტამინებითა და მინერალებით რომლებიც დაგიქვეითებთ ტკბილის მოთხოვილებას.
ცილის ხარისხიანი მიღება: ცილა გეხმარებათ დაარეგულიროთ შაქრის დონე სისხლში. დარწმუნდით რომ საკმარისი ოდნენობის ცილას იღებთ ისეთი წყაროებიდან, როგორიც არის ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები და თხილეული.
შეამცირეთ გადამუშავებული პროდუქტების რაოდენობა : გადამუშავებული პროდუქტები, ისეთი როგორებიც არის ორცხობილები და გაზირებული სასმელები, შეიცავენ შაქრის დიდ რაოდენობას. შეეცადეთ თავი აარიდოთ ან ზომიერად მიიღოთ ისინი.
მართეთ სტრესი: სტრესი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ხშირად გვინდება ტკბილი. იპოვეთ სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზები , ისეთი როგორიც არის ფიზიკური დატვირთვა, მედიტაცია ან იოგა.
ჯანსაღი ალტერნატვიებით ჩანაცვლება: ჩაანაცვლეთ ტკბილი ჯანსაღი ალტერნატივებით, ისეთი როგორიც არის შავი შოკოლადი, თაფლი, ნეკერჭყლი სიროფი ან ხილი.
დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი: წყლის უკმარისობამ შეიზლება გამოიწიოს ტკბილის სურვილი. დარწმუნდით რომ საკმარის რაოდენობას სვამთ.
გეძინოთ საკმარისად: ძილის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ტკბილის მირთმევის სურვილი. ეცადეთ დრეში 7-9 საათი გეძინოთ.
სრულიად არ ამოიღოთ ტკბილი: თუ თქვენ სრულიად ამოიღებთ ტკბილს, ეს კიდევ უფრო გაგიზრდით მისი მიღების სურვილს. მიეცით თავს უფლება ხადნხან დატკბეთ საყვარელი დესერტებით.
გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებას დრო და ძალისხმება ჭირდება. იყავით მომთმენი და არ დანებდეთ. დროთა განმავლობაში თქვენ გადალახავთ ტკბილის მიღების სურვილს და მიაღწევთ თქვენს მიზანს.
Comments