ავოკადო არის ვიტამინებით გაჯერებული, გემრიელი ხილი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მთელი მსოფლიოს კულინარიაში. ის მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით.
რა სარგებელი აქვს ავოკადოს
ავოკადო ჯანსაღი ცხიმების წყაროა, მას აქვს მონოუჯერი ცხიმები, რომელიც სასარგებლოა გულისთვის. ავოკადო შეიცავს ა,ცე, ე ვიტამინებს, კალიუმსა და ფოლიუმის მჟავას, რაც მას ვიტამინებით მდიდარ ხილად ხდის. ავკოადოში არსებული უჯრედისი უზრუნველყოფს კუჭნაწლავის ჯანმრთელობას. ამის გარდა ის ნოყიერების გრძნობას დაგიტოვებთ და დაგიქვეითებთ მადას.
როდის არის ავოკადო მწიფე:
ქერქის ფერი:მწიფე ავოკადო ძირითადად მუქი მწვანე ფერის არის , მაგრამ ხანდახან შეიძლება შავისკენაც გადავიდეს.
სირბილე: მწიფე ავოკადო შეგრძნებაზე უნდა იყოს მსუბუქად რბილი, ძალიან რბილი უკვე გადამწიფებულია.
დაკაკუნება:. თუ ავოკადოზე დააკაკნეთ, მწიფე ავოკადო ყრუ ხმას გამოსცემს.
როდის არის ავოკადო გადამწიფებული:
თუ მას ყავისფერი ლაქები აქვს აქვს და ზემდეტი სირბილე მაშინ ავოკადო გადამწიფებულია. ასევე გადამწიფებულ ავოკადოს ახასიათებს შავი სითხის გამოსვლა.
ავოკადოს გამოყენება კულინარიაში:
ავოკადოს გამოყენება მრავალ კერძშია შესაძლებელი, მაგალითად სალათებში, სენდვიჩებში, გუაკამოლიში, სუპებსა და დესერტებში.
როგორ შევინახოთ ავოკადო
თუ თქვენი ავოკადო რ არის მწიფე, მაშინ ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ რამდენიმე დღე იმისთვის,რომ დამწიფდეს. იმისთვის რომ დამწიფების პროცესი შეანელოთ, შეინახეთ მაცივარში. თუ თქვენი ავოკადო გადამწიფებულია გამოიყენეთ ის გუაკამოლის ან სხვა კერძების მოსამზადებლად.
ავოკადო არის სასარგებლო და უნივერსალური პროდუქტი, რომელიც მრავალ კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ. ამით თქვენ მიიღებთ განსაკუთრებულ გემოსა და ბევრ ვიტამინს.
Comments