top of page
Writer's pictureჯანსაღი ბლოგი

როგორ მოვამზადოთ სახლის ლიმონათი


როგორ მოვამზადოთ სახლის ლიმონათი- ჯანსაღი

ლიმონათი არის გამაგრილებელი სასმელი, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში, ნატურალური ინგრედიენტებისაგან, შაქრის შეზღუდული რაოდენობით>


ლიმონათს მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონიდან გამოწურული წვენი

  • 1 ჭიქა წყალი

  • თაფლი ან სტევია გემოვნებით

  • ყინულის კუბიკები

  • პიტნის ფოთლები

მომზადების წესი:

ლიმონს გამოწურეთ წვენი, დაამატეთ წყალი და თაფლი ან სტევია. ეს მასა კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ყინული და პიტნის ფოთლები.


კენკრის ლიმონათი:

  • ინგრედიენტები: 1 ჭიქა კენკრის მიქსი (თქვენი გემოვნებით შერჩეული), 1 ჭიქა წყალი, გაზირებული წყალი, შაქრის სიროფი,პიტნა

  • მომზადების წესი: წვრილად დაჭერით კენკრა, მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ ცოტა წყალი, შაქრის სიროფი/თაფლი და აურიეთ. შემდეგ ამ მასას დაასხით გაზირებული წყალი, დაამატეთ ყინული და პიტნის ფოთლები.


ციტრუსის ლიმონი:

  • ინგრედიენტები: 2 ფორთოხალი, 1 ლიმონი, გაზირებული წყალი , ნახევარ ჩაის კოვზი ბროწეულის გერნაიდი.

  • მომზადეის წესი: ჭიქაში ჩაასხით ბროწეულის გრენადინი, დაუმატეთ გაწურული ფორთოხლის და ლიმონის წვენი, დაასხით გაზირებული წყალი და ჩაყარეთ ყინულები.


ლიმონათი ლიმონით და შესქელებული რძით

  • ინგრედიენტები: 1 ლიმონის წვენი, 1 ჭიქა წყალი, 1/4 შესქელებული რძე, თაფლი გემოვნებით.

  • მომზადების წესი: ლიმონის წვენი წყალი გადაურიეთ, შემდეგ დაუმატეთ შესქელებული რძე, თაფლი და ყინულები. უფრო ერთგვარი მასის მისაღებად გამოიყენეთ ბლენდერი.


ზოგადოი რჩევები ლიმონათის მომზადებაზე:

თუ თქვენ არ გინდათ შაქრის სიროფის გამოყენება, ცადეთ ნატურალური  დამატკბობლები - თაფლი ან სტევია, მოსინჯეთ სხვადასხვა გემოები,ციტრუსები და ბალახეული. ცადეთ გაზირებული ლიმონათი მომზადება ( მინერალური წყლის დამატებით). თუ უფრო გამაგრილებელი სასმელის გაკეთება გინდათ დაამატეთ მეტი ყინული.

0 views0 comments

コメント


bottom of page