საკვების მიღების ოფტიმალური დრო განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით: ცხოვრების წესი, მეტაბოლიზმი, პირადი პრეფერენსები. თუმცა არსებობს რამდენიმე საერთო რეკომენდაცია.
საუზმე
საუზმე კვების რაციონში ყველაზე მნიშნველოვანია. ის გეხმარებათ ენერგიის ამაღლებასა და კონცენტრაციის გაზრდაში. საუზმე არეგულირებს მეტაბოლიზს. მისი მიღების საუკეთესო დრო არის გაღვიძებიდან პირველ 1 საათში.
სადილი
სადილი უნდა იყოს ნოყიერი და ვიტამინებით სავსე იმისთვის, რომ ენერგიით მოიმარაგოთ ორგანიზმი დღის მეორე ნახევრისთვის. მისი მიღების ოფტიმალური დრო საუზმის შემდეგ 3-4 საათშია.
ვახშამი
ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი და არც თუ ისე დიდი რაოდენობის იმისთვის,რომ ორგანიზმმა ძილამდე მისი გადამუშავება მოასწროს. მისი მიღებისთვის საუკეთესო დროდ ძილამდე რამდენიმე საათით ადრე ითვლება.
რჩევები
უსმინეთ სხეულს და ჭამეთ მაშინ როცა მშივრები ხართ
თავი აარიდეთ კუჭის გადავსებას
მიიღეთ ისეთი პროდუქტები,რომელთაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ.
არ ჩააგდოთ კვება, განსაკუთრებით საუზმე.
ვახშამი ძილამდე მაქსიმუმ 2-3 საათით ადრე მიიღეთ.
კვების ოფტიმალური დრო ინდივიდუალურ ფაქტორებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ცადეთ სხვადასხვა ვარიანები, იმისთვის რომ თქვენთვის შესაფერისი იპოვოთ. მთავარია უსმინოთ ორგანიზმს და არ ჭამოთ ზედმეტი.
Commentaires