top of page
Writer's pictureჯანსაღი ბლოგი

საკვები რომელიც იწვევს შებერილობას


საკვები რომელიც იწვევს შებერილობას - ჯანსაღი

მუცლის შებერილობა ყველა ადამიანს ჰქონია ერთხელ მაინც. ის არასასიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც მუცლის არეში იწვევს სიმკვრივეს. შებერილობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის არაჯანსაღი საკვები, რომელსაც შეგიძლიათ თავი აარიდოთ. ჩვენ ამ სტატიაში ჩამოგითვლით რამოდენიმე გავრცელებულ საკვებს რომელიც ხშირად იწვევს შებერილობას.

 

პირველ რიგში განვიხილოთ თუ რისგან გამომდინარეობს მუცლის შებერილობა. ძირითად შემთხვევაში კონკრეტული საკვები შეიძლება წყალს აგროვებდეს ნაწლავებში, შეიცავდეს გაზს ან იყოს ფერმენტირებული საკვები. ასეთი საკვების გადაჭარბებით მიღების შემთხვევაში ჩნდება მუცლის შებერილობა, რომელიც საკმაოდ არა სასიამოვნო მოვლენაა.

იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ მუცლის შებერილობა უნდა შევამციროთ ქვემოთ ჩამოთვლილი საკვების მიღება.

გადაჭარბებული რაოდენობით საკვების მიღება რომელიც მდიდარია ბოჭკოთი

ბოჭკოვანი საკვები, როგორიც არის ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული ძალიან სასარგებლოა თუ მას ნორმალური რაოდენობით მიიღებთ. გადაჭარბებული რაოდენობით ასეთი საკვების  მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა. აუცილებლად დააკვირდით ხილის და ბოსტნეულის რაოდენობას და გადაანაწილეთ ისე, რომ მისი სასარგებლო თვისებები ბოლომდე გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში თუ ბოჭკოვან საკვებს ძალიან ცოტას იღებთ პირდაპირ დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, ამიტომ უმჯობესია რაოდენობას ნაბიჯ-ნაბიჯ მოუმატოთ.

 

ყველაზე გავრცელებული პროდუქტი რომელიც მუცლის შებერილობას იწვევს არის გაზიანი სასმელები. აუცილებლად მოერიდეთ გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით დალევას, რადგან ისინი შეიცავენ დიდი ოდენობით ნახშიროჟანგს, რაც პირდაპირ იწვევს შებერილობას.

 

მუცლის შებერილობა ასევე შეიძლება რძის დიდი რაოდენობით მიღებამ გამოიწვიოს.  განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ლაქტოზის მიუღებლობა გაქვთ მოერიდეთ ისეთ საკვების დიდი რაოდენობით მიღებას როგორიც არის, იოგურტი, რძე, ნაყინი.

 

 

0 views0 comments

Comentários


bottom of page