სასარგებლოა თუ არა შვრიის რძე?
შვრიის რძე არის ცხოველური რძის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩამნაცვლებელი. ბევრი ირჩევს მას სასარგებლო თვისებების გამო, თუმცა როგორც ყველა პროდუქტს შვრიის რძესაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
დადებითი მხარეები:
კვებითი შემადგენლობა: შვრიის რძე 1 ჭიქაზე დაახლოებით 3-4 გრამ ცილას შეიცავს, რაც ქოქოსის და ნუშის რძეზე ბევრად მეტია. ის ასევე 1 ჭირაზე დაახლოებით 2-3 გრამ უჯდერს შეიცავს, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით.
ჰიპოალერგიული: შვრიის რძეს არის იდეალური ვარიანტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სოიოზე, თხილეულზე და ქოქოსზე აქვს ალერგია. ის ასევე შეიძლება იყოს უგლუტენო.
გემო და ტექსტურა: შვრიის რძეს აქვს კრემოვანი ტექსტურა და დაკრავს კაკლის მსუბუქი გემო. ეს მას იდეალურს ხდის ლატესთვის ან სმუზისთვის.
უარყოფითი მხარეები:
შაქარი: შვრიის რძს ზოგიერთ რძეს შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შაქარი შეიძ₾ება ქონდეს. ამიტომ ჯობია აირჩიოთ ისეთი ვარიანტი, რომელიც ტკბილი არ არის.
დანამატები: ზოგიერთი ბრენდი უმატებს დაბალი რაოდენობით დამანატებს, ისეთი როგორცი არის ზეთები და სტაბილიზატორები. თუ თავს არიდებთ დანამატებს და სხვა ხელოვნურ ინგრედიენტებს აუცილებლად შეამოწმეთ შემადგენლობა სანამ იყიდით და შეარჩიეთ ისეთი,რომელსაც უფრო მარტივი შემადგენლობა აქვს.
ნახშირწყლები: შვრიის რძე შეიცავს უფრო მეტ ნახშირწყალს, ვიდრე სხვა რძეები. ეს შეიძლება უარყოფითი მხარე იყოს ისეთი ადამიანებისთვის,რომლებსაც დიაბეტი აქვთ ან შაქრის მაღალი დონე სისხლში.
საბოლოო ჯამში შვრიის რძე არის სასარგებლო და გემრიელი სასმელი, რომელიც ცხოველური რძის ძალიან კარგი ალტერნატივაა. თუმცა იქამდე სანამ შვრიის რძეს იყიდით, რეკომენდირებულია კარგად შეისაწვლოთ მისით შემადგენლობა და ისეთ პროდუქტი აირჩიოთ, რომელიც შეესაბამება თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს.
Comments