top of page
Writer's pictureჯანსაღი ბლოგი

სიარულის სარგებელი


სიარულის სარგებელი - ჯანსაღი

სიარული არის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და ეფექტური ფიზიკური აქტივობა. რეგულარული სეირნობა დიდ სარგებელს მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას.

რა სარგებელი მოაქვს სიარულს:

  • წონის შემცირება: სიარული კალორიებს დაწვაში ეხმარება,რაც წონის შემცირებას იწვევს.

  •  გულ-სისხლძარღვთა მდგომრეობის გაუმჯობესება: რეგულაური სეირნობა გაგიძლიერებთ გულს,შეგიმცირებთ სისხლის წნევას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

  • კუნთების გაძლიერება: სიარული ქვედა ტანის კუნთებს აძლიერებს.

  • ხასიათის გაუმჯობესება: ისეთ ფიზიკურ დატვირთვას,როგორიც არის სიარული შეუძლია თქვენს ხასიათზე კარგად იმოქმედოს და შეამციროს სტრესი.

  • ძილის გაუმჯობესება: რეგულარული სეირნობა ძილის ხარიხს აგიწევთ და ასევე კარგი ხეხრია უძილობასთან გამკლავების.

  • ძვლების გამაგრება: სიარული აძლიერებს ძვლებს და ოსტეოპოზორის რისკს ამცირებს.

  • ქრონიკული დაავადებების რისკის შმეცირება: რეგულარული სიარული დაგეხმარებათ დიაბეტის და გულის დაავადებების რისკის შემცირებაში. 

როგორ ვიაროთ სწორად:

  • აირჩიეთ კომფორტული ფეხსაცმელი: იმისთვის,რომ სიარული კომფორტული იყოს და არ დაიზიანოთ ფეხი შეარჩიეთ კომფორტული ფეხსაცმელი ან ბოტასები.

  • დაიწყეთ ნელა: თუ თქვენ ახლა დაიწყეთ რეგულარული სიარული ჯერ მცირე დისტანციებით დაიწყეთ , ხოლო შემდეგ დიდ დისტანციებს შეეჭიდეთ.

  • სწორი დგომა: ზურგი გეჭიროთ სწორად, გაიშალეთ მხრებში და იყურეთ წინ.

  • უსმინეთ თქვენს სხეულს: თუ სიარულის დროს ტკივილი ან დისკომფორტი იგრძენით დაისვენეთ, ასევე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

რამდენი უნდა ვიაროთ?

ექსპერტების მიერ რეკომენდირებული დრო არის 5 დღე კვირაში, არანაკლებ 30 წუთისა. თუმცა სულ მცირე სეირნობასაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის სარგებლის მოტანა.

სიარული არის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელმისაწვდომი მეთოდი. რეგულარული სერინობა კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩაგაყენებთ და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობასაც გაგიუმჯობესებთ. ასევე ძალიან კარგ ზეგავლენას იქონიებს თქვენს ძილსა დ ახასიათზე.

 

0 views0 comments

Comments


bottom of page