top of page
Writer's pictureჯანსაღი ბლოგი

ყავის უარყოფითი მხარეები


ყავის უარყოფითი მხარეები - ჯანსაღი

ყავა უბრალოდ სასმელი არ არის. ყავას უამრავი ადამიანი მოიხმარს ყოველ დილით იმისთვის, რომ ენერგია მოემატოთ და სწრაფად მოვიდნენ მწყობრში სამუშაოდ თუ სასწავლად. ყავა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასმელია, რომელსაც უამრავი ადამიანი ყოველ დღიურად სვამს. ეს დამოკიდებულება იქიდან გამომდინარეობს, რომ ყავა შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს, რომელიც იწვევს მოთხოვნილებას ადამიანის ორგანიზმში. ყავის მხოლოდ უარყოფითი თვისებები, რომ არ ჩამოვთვალოთ ის შეიცავს მაგნიუმს და ვიტამინ-ბ-ს რომელიც ძალიან სასარგებლოა.


ჩვენ განვიხილავთ რა შემთხვევაში არის უკეთესი, რომ ყავის სმა შეამციროთ ან საერთოდ შეეშვათ.

 

პირველ რიგში განვიხილოთ დადებითი მხარეები.

ყავას მილიონობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ არ მოიხმარს, რომ გემრიელია. ყავას იწვევს ორგანიზმში კოფეინის მოთხოვნილებას. მის გარეშე შეიძლება თავს გრძნობდეთ დაღლილად ან უმოტივაციოთ. ყავა საკმაოდ კარგი სტიმულანტია. ის გაძლევთ ენერგია და ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია დაღლილობისთვის. ასევე დეპრესიის შემთხვევაშიც საკმაოდ კარგია ყავის მიღება, რადგან ხასიათის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

 

უარყოფითი მხარეები

ყავის უარყოფითი მხარეები ძირითადად დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ იწყება. მაგრამ თუ დავაკვირდებით იმას რომ უამრავი ადამიანი ყოველდღიურად ან დღეში რამდნჯერმე წლების განმავლობაში სვამს ყავას მივხვდებით, რომ გარკვეული რაოდენობის ხალხში გამოიწვევს ცუდ შედეგებს. ყავის მიღება იმის გამო რომ სტიმულანტია აჩქარებს გულს და გაძლევთ ენერგიას, რამაც შეიძლება თქვენი ძილის რეჟიმის დარღვევა გამოიწვიოს. ამიტომ ექიმები ყოველთვის გვირჩევენ რო საღამოს პერიოდში არ მივიღოთ ყავა. ასევე შფოთვითი აშლილობის შემთვევაში ყავა უფრო გიჩქარებთ გულს და გიმატებთ შფოთვას და ნერვიულობას. ასევე ყავა მონელების სისტემასაც აყენებს ზიანს.


ყავის მიღების შემცირება ან საერთოდ თავის დანებება ყველა ადამიანისთვის არ არის საჭირო. თუ თქვენ გაქვთ პრობლემები ძილთან, შფოთვასთან ან გულის აჩქარებასთან და ყოველდღიურ დაღლილობასთან, შესაძლებელია ამ პრობლემებს ყავის დიდი ოდენობით მიღება იწვევდეს.

0 views0 comments

Comments


bottom of page