რთულია დესერტზე უარის თქმა და მისი რაციონიდან სრულად ამოღება. მინდა ჯანსაღი დესერტების რეცეპტები შემოგთავაზოთ, რომლეიც დაგეხმარებათ დარჩეთ ჯანსაღი და ამავდროულად დატკბეთ დესერტებით.
ბერძნული იოგურტი, გრანოლათი და კენკრით.
ინგრედიენტები: 200 გრ ბერძული იოგურტი, 1 ჭიქა კენკრის მიქსი, 1/4 გრანოლა, თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი: ჯამში გადაურიეთ ბერძნული იოგურტი და გრანოლა, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და მორთეთ კენკრით.
ბანანის სმუზი
ინგრედიენტები: 1 ბანანი, 1 ჭიქა რძე (ძროხის ან მცენარეული), 1 სუფრის კოვზი თაფლი და ყინული
მომზადების წესი: მოათავსეთ ინგრედიენტები ბელნდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით
ინგრედიენტები: 2 ვაშლი, 1/2 ჭიქა ფქვილი, 1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი, 1 კვერცხი, 1/4 ჭიქა მცენარული ზეთი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი.
მომზადების წესი: შეურიეთ ფქვილი, შაქარი, კვერცხი, ზეთი და დარიჩნი მიქსერში. გამოსაცხობ ფორმაზე მოათავსეთ თხლად დაჭრილი ვაშლი და შემდეგ დაასხით ზემოდან ცომის მასა. გამოაცხვეთ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში.
შოკოლადის მუსი
ინგრედიენტები: 1 ავოკადო, 1/4 ჭიქა კაკაოს ფხვნილი, 1/4 ჭიქა ტალი, 1/4 ჭიქა ქოქოსის რძე.
მომზადების წესი: ავოკადო დაჭყილეთ ჩანგლით, დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, თაფლი და ქოქოსის რძე. ურიეთ ერთგვაროვან მასამდე, გააციეთ მაცივარში.
ღუმელში გამომცხვარი მსხალი, თაფლი და თხილეულით
ინგრედიენტები: 2 მსხალი , 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1/4 ჭიქა ნიგოზი.
მომზადების წესი: მსხალს ამოაჭერით გული, მოათავსეთ მასში თაფლი, მოაყარეთ ნიგოზი. გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 20-25 წუთი.
რჩევები
გამოიყენეთ ბუნებრივი დამატკბობელი, თაფლი ან სტევია.
ჩაატარეთ ექსპერიმენტები სხვადასხვა პროდუქტებით
ეს დესერტები საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ტკბილი და ჯანსაღი დესერტებით!
Comments