ეს იდეები დაგეხმარებათ გადახვიდეთ უფრო სასარგებლო კვების მეთოდზე. ჯანსაღი საკვები ისეთი აღარ არის როგორიც ადრე - ის უკეთესი და უფრო მრავალფეროვანი გახდა.
რატომ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად?
ათწლეულების წინ ჯანსაღი კვება წარმოუდგენელად გვეჩვენებოდა, იმის გარდა,რომ არ გვქონდა ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნება წარმოდგენაც მასზე არასწორი გვქონდა. დღეს, გარდა იმისა,რომ ძალიან ბევრი დაწესებულება არსებობს,სადაც მხოლოდ ჯანსაღი საკვებია არსებობს ხრიკები თუ როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად. საჭმელი, რომელიც სასარგებლოა თქვენთვის არ არის აუცილებელი იყოს უგემური და მოსაწყენი. გაგიზიარებთ 3 ხრიკს,რომელიც დაგეხმარებათ გაიმარტივოთ ჯანსაღი კვება.
გადახედეთ თუ რისგან შედგება თქვენი საკვები.
თუ თქვენი საკვების ფორმულა იწყება ცილით, რასაც მოსდევს ბოსტნეული და კრახმალი დიდი ალბათობით თქვენ ამას არასწორად აკეთებთ.
თქვენი თეფში უნდა იყოს გავსებული ბოსტნეულით. ჯერ გადაწყვიტეთ რომელი ბოსტნეულის ჭამა გინდათ და შემდეგ ამაზე ააწყვეთ თქვენი თეფში. მცენარეული ცილა ასევე შეიძლება იყოს თქვენი მთავარი ინგრედიენტი.
გახსოვდეთ ზომიერება არის მთავარი და არა აკრძალვა
სხვადასხვა პროდუქტის აკრძალა და კრიტიკული დიეტები არ არის ჯანსაღი კვების ნაწილი. ჯანსაღი კვება არ ნიშნავს კონკრეტული პროდუქტების აკრძალვას. მთავარია ძირითადი ნაწილი რასაც იღებთ იყოს ჯანსაღი,ხოლო რაც არც თუ ისე კარგია თქვენი ორგანიზმისთვის ან არც ზიანი და არც სარგებელი მოაქვს ეცადეთ იშვიათად და ზომიერად მიიღოთ.
დამატკბობელი
სწორი კვება არ ნიშნავს დესერტის ან ტკბიეულის ამოღებას, უბრალოდ დააკორექტირეთ მათ მიღების მეთოდი. რაფინირებული შაქრის ბევრი ალტერნატივა არსებობს,მაგალითად ფინიკი, მას სასიამოვნო ტექსტურა და ტკბილი გემო აქვს. ფინიკმა შეიძლება იდეალურად დაგიკმაყოფილოთ ტკბილის სურვილი. ასევე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბამბუკი, ნეკერჩხლის სიფორი, ქოქოსის შაქარი და ხილი.
Comments