top of page
Writer's pictureჯანსაღი ბლოგი

3 მარტივი გზა კვების რაციონის გასაუმჯობესებლად

 


3 მარტივი გზა კვების რაციონის გასაუმჯობესებლად - ჯანსაღი

ზოგადი ჯანმრთელობისთვის ფიზიკური დატვირთვა, ძილი და ჯანსაღი კვება ყველაზე დიდ როლს თამაშობს. თქვენს დიეტაში მცირე ცვლილებების შეტანაც კი დროის განმავლობაში საგრძნობლად გამოაკეთებს ზოგად ჯანმრთელობას. ჯანსაღად კვების დასაწყებად საუკეთესო გზა არის მცირე ცვლილებების გაკეთება. ჩვენ განვიხილავთ 3 ჩვევას, რომელიც შეგიძლიათ გამოიმუშავოთ მარტივად დიდი ძალისხმევის გარეშე.

 

1.       შეამცირეთ სასმელები შაქრის მაღალი შემცველობით

შაქრის მაღალი შემცველობა ბერვ სასმელს აქვს რომელიც ერთი შეხედვით ჯანსაღია. მაგალითად ხილის წვენი ან თუნდაც სპორტული სასმელები. შაქრის მაღალი შემცველობა ბევრ პრობლემას იწვევს ადამიანში მაგალითად: შებერილობას, სიმსუქნეს, მაღალ წნევას და დეპრესიას. შეამცირეთ სასმელები, როგორიც არის შაქრიანი წვენი, გაზიანი სასმელები, ტკბილი ჩაი ან ყავა. შაქრიანი სასმელები მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წყლით ან ახლად დაწურული წვენით.

 

 

2.       შეამცირეთ გადამუშავებული ხორცის მიღება

ისეთი საკვები როგორიც არის ძეხვი, სოსისი, ბეკონი მაღალი შემცველობით შეიცავს სოდიუმს, რაც თქვენი ორგანიზმისთვის არ არის კარგი. რამდენიმე კვლევით ასევე დასტურდება, რომ ხშირად ასეთ საკვების მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა გამოიწვიოს. გადამუშავებული ხორცი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქათმის ან საქონლის ხორცით რაც ბევრად ნაკლებ მავნე ნივთიერებას შეიცავს და სასარგებლო არის ორგანიზმისთვის.

 

 

3.       მიირთვით ხილი სადილის დროს

ნებისმიერი ხილის დამატება თქვენი კვების რაციონში დიდ შედეგს მოგცემთ, რადგან ხილი შეიცავს როგორც წყალს ასევე ენერგიას გმატებთ.

 

 

ამ 3 მარტივი ხერხით შეგიძლიათ თქვენი კვების რაციონი გააუმჯობესოთ, ისე რომ დიდი ცვლილებების შეტანა თქვენს დღის წესრიგში არ მოგიწევთ.

 

0 views0 comments

Comments


bottom of page