top of page
Writer's pictureჯანსაღი ბლოგი

3 მთავარი ფაქტორი,რომელიც წონის კლებაში ხელს გვიშლის.


3 მთავარი ფაქტორი,რომელიც წონის კლებაში ხელს გვიშლის - ჯანსაღი

წონის კლება არის პროცესი, რომელიც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. სწორი კვება, ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი ჩვევები. თუმცა ამ წესების შესრულებითაც, ზოგიერთ ადამაინს უჭირს წონის კლება. მოგიყვებით 3 ძირითად ფაქტორზე, რომელიც ხელს შეგიშლით წონის კლებაში.

ძილის უკმარისობა.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფაქტორი არის ძილის უკმარისობა. როდესაც ჩვენ ვერ ვიღებთ საკმარის ძილს, ორგანიზმი გამოყოფს კორტიზოის დიდ როდენობას,რომელიც მადის მომატებაზე და ცხიმის ორგანიზმში განლაგებაზე მოქმედებს. ამის გარდა ძილის უკმარისობამ შეიძლება შეგიცმიროთ მოტივაცია და ენერგია ფიზიკური დატვირთვისთვის.

სტრესი

სტრესი არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ნეგატიურად შეიძლება მოქმედებდეს კლების პროცესზე. როცა სტრესს განვიცდით, ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება კორტიზოლის ჰორმონი,რომელიც იგივე შედეგს გამოიტანს რაც ძილის უკამრისობის დროს. ამის გარდა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის ზედმეტი მიღება, მითუმეტეს თუ ჭამას სტრესის მოსახსნელად მივმართავთ.

არასწორი კვება

არასწორი კვება არის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის წონის კლებას. თუ ჩვენ გადამტებული რაოდენობის კალორიებს, ცხიმს და შაქარს ვიღებთ, ჩვენი ორგანიზმი ზედმეტ ცხიმს დაიგროვებს. ამის გარდა საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება მეტაბოლიზმის შენელება გამოიწვიოს.

რა ვქნათ წონის მალე დასაკლებად:

  • არ ჩააგდოთ კვება, რადგან ამან შეიძლება საბოლოოდ ზედმეტი საკვების მიღება გამოიწვიოს.

  • ძალიან არ შეამციროთ კალორიების რაოდენობა,რადგან ამან მეტაბოლიზმის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

  • მხოლოდ დიეტა არ არის საკმარისი, ჯანსაღი კვება შეუთავსეთ ფიზიკურ დატვირთვას.

  • არ დაისახოთ მიზნად დიდი წონის ერთბაშად დაკლება, ეტაპობრივი კლება ყველაზე ეფექტური და უსაფრთხოა.

გახდომა რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. ცადეთ ამ სამი ფაქტორიდან ერთ-ერთის მოწესრიგება მაინც და ნახავთ თუ რამხელა წვლილება იქნება წონის კლებაში. გახსოვდეთ რომ ყველაზე მნიშნველოვანი ჯანსაღი ცხოვრების წესია,რომელიც მოიცავს სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და საკმარის ძილს.

 

0 views0 comments

Commentaires


bottom of page